08:16 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
141 0 0

მას შემდეგ, რაც საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა, სამედიცინო ცენტრის 100 თანამშრომელი იზოლაციაში რჩებოდა.

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს, იუწყება პირველი არხი ცენტრის დირექტორზე, მიხეილ ქამუშაძეზე დაყრდნობით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმი საჩხერის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის მეუღლეა. აღნიშნულის გამო, საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება.

„სპეციალისტებმა გამოიკვლიეს მედპერსონალი, რომელთაც ახლო შემხებლობა ჰქონდათ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლესთან და ყველა პასუხი არის უარყოფითი“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს.

ამ დროისთვის საჩხერეში COVID-19-ის დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში 5 აპრილის დილისათვის კორონავირუსით ინფიცირების 174 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5010 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 350.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები