18:34 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
78 0 0

უკვე ერთ კვირაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრული დატვირთვით ამუშავდება და მოემსახურება აჭარას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. ბათუმში უახლოეს დღეებში ამუშავდება ახალი რესპუბლიკური კლინიკა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაზე იქნება ორიენტირებული, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ვინ არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტი >>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. 4 აპრილისთვის დაავადებულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა, აქედან ერთი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 28. დაავადების შემთხვევები გამოვლინდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

„რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა დაახლოებით ერთი კვირა-10 დღის განმავლობაში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და საერთოდ, დასავლეთ საქართველოსთვის, რამეთუ ეს იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზებული COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ აჭარაში - ბათუმსა და ქობულეთში უკვე არის ორი კლინიკა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებს მკურნალობენ.

საქართველოში კორონავირუსის აფეთქების გამო ინფექციონისტებმა კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო კლინიკების გამოყენების გეგმა შეიმუშავეს. მოგვიანებით მათ კერძო კლინიკები შეუერთდებიან.

დღეისათვის ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი საწოლია მობილიზებული. გარდა ამისა, ყველა რეგიონში შეიქმნა ცხელების ცენტრები, რომლებიც ორიენტირებულია კონკრეტულ დაავადებებზე, რომელთაც მაღალი სიცხე ახასიათებს.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები