19:25 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
1344 0 0

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. კორონავირუსისგან დღეს დილით გარდაცვლილი 79 წლის ქალბატონი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 31 მარტს შევიდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა >>

დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28. კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344  პაციენტია.

გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული პაციენტი მიეკუთვნება ქვემო ბოლნისის, სოფელ კაპანახშის კლასტერს. აღნიშნული კლასტერიდან ხუთი დაინფიცირებული ადამიანი მკურნალობს.

„ეს ქალბატონი არის კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იყვნენ. ასევე შემდეგ რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი პირველი ინფიცირებულის. ამ შემთხვევაში ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია. ამ კლასტერში გვყავს ხუთი დაინფიცირებული ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ გარდაცვლილი პაციენტის დიაგნოზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან  საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებიც აღინიშნებოდა.

„ძირითადი დიაგნოზი არის კორონავირუსული ინფექცია და მწვავე პნევმონია, გართულებებია მოზრდილთა რესპირაციული დისტრესსინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი,  სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. ხაზს ვუსვამ, რომ ამ პაციენტთან იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები,  კერძოდ, დილატაციური კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა მეოთხე ხარისხის, არტერიული ჰიპერტენზია მესამე, ზომიერი პულმონური ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა თურქეთს უკავშირდება >>

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები