საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა თურქეთს უკავშირდება

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშივირუსოლოგიურ ლაბორატორიაში
ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 156-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო შემთხვევა თურქეთს უკავშირდება, იუწყება პირველი არხი.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი დღეს კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. კლინიკამ ლაბორატორიიდან შვიდი პაციენტის პასუხი მიიღო, მათგან ექვსი უარყოფითი და ერთი დადებითია.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, COVID-19-ის ახალი შემთხვევა კარანტინის ზონიდან გადაყვანილი პირია, თურქეთში მოგზაურობის ისტორიით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აქვს.

კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის ოთხი მოქალაქეა მოთავსებული, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი, სამი კი – საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 156-ს მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 344 პაციენტია. 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0