წყალტუბოში საცხოვრებელ კორპუსებში დეზინფექცია ტარდება

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიდეზინფექცია
დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
4  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 156-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, ეზოებს, ატრაქციონებსა და სკვერებს დეზინფექცია უტარდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კორონავირუსის პრევენციის გავრცელების მიზნით, ქუჩების დეზინფექცია საქართველოს დიდ ქალაქებში ჩატარდება. მთავრობის მეთაურმა რეგიონულ საკითხებში მრჩეველ სოზარ სუბარს დაავალა, თბილისის მსგავსად, მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც ჩატარდეს.

წყალტუბოში დეზინფექციას შპს „ჰიგიას’’ თანამშრომლები სპეციალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ხსნარით ატარებენ.

„სადეზინფექციო სამუშაოებთან ერთად გრძელდება მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გაცნობა, მკაცრად კონტროლდება სასურსათო მაღაზიებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა, ადგილობრივი მოსახლეობა იცავს საგანგებო ვითარების წესებს", - განაცხადა  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
ბაზარში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიხურა

ამ ეტაპზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე, საკარანტინე სივრცეებში კი - 244 მოქალაქე.

4  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 156-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28, კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344  პაციენტია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0