თელავში ტაქსის მძღოლებმა მანქანების სალონები პოლიეთილენის პარკით გადატიხრეს

© REUTERS / JEENAH MOONტაქსის მძღოლი
ტაქსის მძღოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თელავში ტაქსის რამდენიმე მძღოლმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკანა სავარძელი პოლიეთილენის ფარდით გადატიხრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო ავტომობილებით გადაადგილებაზე რიგი შეზღუდვებია დაწესებული. ავტომობილით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ ორი მგზავრი, თანაც უკანა სავარძელზე. ქვეყანაში არ მოძრაობს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ტაქსის მძღოლების განცხადებით, ამ ფორმით ისინი საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვითვალისწინებ ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციებს. ამიტომ მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ტაქსის მძღოლმა ეს იაფი და სწრაფი საშუალება მოვიფიქრეთ. მეორე სავარძელი გადავტიხრეთ ცელოფნის პარკებით. ასევე, ავტომობილში გვაქვს სადეზინფექციო საშუალებები. თითოეული მგზავრის გადაყვანის შემდეგ მანქანას სადეზინფექციო საშუალებებით ვწმენდთ", - განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა, ბესიკ პაპაშვილმა.
ბაზარში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: ოზურგეთში აგრარული ბაზარი დაიხურა

მათი ინფორმაციით, თელავში რამდენიმე ტაქსის მძღოლი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაშიც და პროდუქტის დარიგების დროს მოხალისეებს უფასოდ ემსახურება.

უკვე მესამე დღეა, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოთხ ადგილზე საკონტროლო პუნქტებია მოწყობილი. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ავტომობილების გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ. სამხედრო ექიმები ყველა ავტომობილის მგზავრს თერმოსკრინინგით ამოწმებენ.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში COVID-19-ის ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

4  აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 156-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 28, კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344  პაციენტია.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0