საქართველოში წარმოებული პირბადეები აფთიაქებში შემდეგ კვირაში გამოჩნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცები პირბადეებით პარკში
მამაკაცები პირბადეებით პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ქარხნებს გადაწყობაში და წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების მოძიებაში დაეხმარა.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. საქართველოში შეკერილი სამედიცინო ნიღბები სავაჭრო ქსელებში უკვე შემდეგ კვირაში გამოჩნდება, განაცხადა საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამ დროისთვის პირბადეებს საქართველოში ცხრა საწარმო კერავს. ისინი სამედიცინო ნიღბების წარმოებაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და დაავადებულთა რაოდენობამ ზრდა დაიწყო.

ელექტრონიღაბი - Sputnik საქართველო
ქართველმა ახალგაზრდამ პირველი ანტივირუსული ელექტრონიღაბი გამოიგონა

„უკვე შემდეგი კვირიდან ჩვენ შეგვიძლია სააფთიაქო ქსელებს გარკვეული რაოდენობის პირბადეები მივაწოდოთ და მოსახლეობისთვის ისინი ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა თურნავამ TV Palitra-ს ეთერში.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება ამ ნიღბების ფასიც.

გარდა ამისა, თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უკვე იწარმოება საკმარისი რაოდენობით სადეზინფექციო საშუალებები და მათი დეფიციტი უკვე არ არის.

თბილისის ქუჩებში სპეციალური ხსნარით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება>>

„სადეზინფექციო ხსნარი დეფიციტი უკვე აღარ არის და ბევრ ორგანიზაციას შეუძლია დეზინფექციის პერიოდულად ჩატარება“, – განაცხადა თურნავამ.

პირბადე - Sputnik საქართველო
თურნავა: იმედია, მალე ავაწყობთ პირბადეების წარმოებას ისე, რომ გაყიდვაშიც გამოჩნდეს

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქარხნებს გადაწყობაში და წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების მოძიებაში დაეხმარა.

ამას გარდა, ვირუსისგან დასაცავი აუცილებელი საშუალებების დეფიციტის კომპენსირება არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოებით ხდება, არამედ იმპორტითაც, განაცხადა მინისტრმა.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 27, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვია – 5550, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ყველა ახალი ამბავი
0