თურნავა: იმედია, მალე ავაწყობთ პირბადეების წარმოებას ისე, რომ გაყიდვაშიც გამოჩნდეს

გამოწერა
მინისტრის განცხადებით, პირბადეები ასევე დაურიგდებათ პოლიციელებს, ჯარს, სურსათის მაღაზიებში დასაქმებულებს, მეტროპოლიტენის მემანქანეებს,  მედიკოსებსა და მოხალისეებს.

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. საქართველოში  სამედიცინო პირბადეების წარმოება ნელ-ნელა იკრებს ტემპს და ეწყობა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ.

საქართველოში სამედიცინო ნიღბების წარმოება 19 მარტიდან დაიწყო. პროგრამაში ათამდე სამკერვალო ჩაერთო, მათ შორის, რამდენიმე კომპანია, რომლებსაც საჭირო მასალა შემოაქვთ.

ახალგაზრდა კაცი შავი პირბადით - Sputnik საქართველო
გვიცავს თუ არა ე.წ. შავი პირბადე კორონასგან? – ინფექციონისტის განმარტება

ეკონომიკის მინისტრი დღეს თბილისში მდებარე საწარმო „მოვის” ეწვია, რომელმაც სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო. საწარმო „მოვიში“ კი, 240 მკერავია დასაქმებული და ყოველდღიურად ათასობით პირბადე იკერება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნედლეულის საკმარისი მარაგია, რათა დეფიციტი არ შეიქმნას.

თურნავას განცხადებით, საქართველოში დამზადებული პირბადეები უსასყიდლოდ პირველ რიგში 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს დაურიგდებათ. ასევე, სამედიცინო ნიღბები გაიგზავნება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, სამომავლოდ საქართველოში პირბადეების მასიური წარმოება იგეგმება.

„თბილისში განთავსებული სამკერვალო საწარმო „მოვი“ 2015 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით შეიქმნა და ორიენტირებულია ექსპორტზე. დღეს სრული შემადგენლობით კერავენ პირბადეებს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამისთვის დიდი მადლობა მათ. პირბადეების წარმოება ნელ-ნელა იკრებს ტემპს და ძალიან სწრაფად მოვახერხეთ მისი ორგანიზება“, - აღნიშნა თურნავამ.

Карантин в районе Марнеули из-за коронавируса. Солдаты разворачивают полевой госпиталь. В районы Болниси и Марнеули введена военная техника  - Sputnik საქართველო
მარნეულში კარანტინის ზონაში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

მინისტრის განცხადებით, პირბადეები ასევე დაურიგდებათ პოლიციელებს, ჯარს, სურსათის მაღაზიებში დასაქმებულებს, მეტროპოლიტენის მემანქანეებს, მედიკოსებსა და მოხალისეებს.

„იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ გაყიდვაში გამოჩნდეს, მხოლოდ ფასების კონტროლით. დიდი იმედი მაქვს, რომ პირბადეების ასეთი რაოდენობით საჭიროება ძალიან მალე გაქრება, თუმცა ჩვენივე წარმოების მარაგი უნდა გვქონდეს და ასეც იქნება“, - აღნიშნა თურნავამ.

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4055, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 ადამიანია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 22 მარტს – კარანტინი მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მარნეულში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადებული ქალი, რომლის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ყველა ახალი ამბავი
0