22:39 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
67 0 0

ხელისუფლება მუშაობს იმაზე, თუ რა მოდელით და რა ფორმით შესთავაზოს ონლაინ–გაყიდვების ბიზნესს განვითარება.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. დღეისათვის ბიზნესმა ონლაინ-გაყიდვების უფლების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს, ჯერჯერობით კი არასასურსათო პროდუქციის მიწოდება აკრძალულია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გარცელების საფრთხის გამო საქართველოში, მზა საკვების გარდა, ყველა პროდუქტის ონლაინ-მიწოდება შეიზღუდა. აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ხუთშაბათს ხელისუფლებამ სია გააფართოვა და პროდუქტებისა და ფარმაცევტული ნაწარმის ონლაინ-გაყიდვის ნებართვა გასცა.

„ვიცი, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა. ზოგადად, ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნო და მტკივნეულია, მაგრამ ეს ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ ბიზნესისგან საქმიანობის ახალ წესზე გადასვლა მოვითხოვოთ. მაქსიმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვას. ამ ეტაპზე არასასურსათო პროდუქციის ონლაინ-გაყიდვები პრაქტიკულად აკრძალულია“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

ამასთან, მან განმარტა, რომ ონლაინ მხოლოდ პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი, დანარჩენი კი იძულებითი ზომაა.

„ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რამდენადაც ონლაინ-გაყიდვები საკმაოდ დიდი სისტემაა: ეს არის საწყობები, მიტანის სერვისები და ოფისები. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე პერიოდში გადაეწყო ონლაინ-გაყიდვებზე. ესეც არ იყო მარტივი... ვმუშაობთ იმაზე – მუშაობის როგორ ფორმატსა და მოდელზე გადაწყობის შეთავაზებას შევძლებთ ბიზნესისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავარია ონლაინ-გაყიდვების თანამშრომლები და კლიენტები იყვნენ დაცული.

„როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობა უსაფრთხოა, ჩვენ ამ კომპანიის საქმიანობას დავუშვებთ“, – განაცხადა თურნავამ.

მიუხედავად ტოტალური აკრძალვებისა, ზოგიერთმა მაღაზიამ უკვე მიიღო ონლაინ-გაყიდვების უფლება და მოქალაქეებს შეუძლიათ ზოგიერთი პროდუქტის ონლაინ შეძენა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები