პლეერის გარეშე ცხოვრება შეიძლება, როდესაც ჯანმრთელობის საფრთხეზეა საუბარი – გახარია

© Sputnik / Alex Shlamovსწრაფი მიწოდების სამსახურის კურიერი
სწრაფი მიწოდების სამსახურის კურიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, თუ რატომ გახდა ონლაინ–შესყიდვებზე შეზღუდვების დაწესება საჭირო.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. როდესაც საუბარია ჯანმრთელობის საფრთხეზე, ონლაინ შეკვეთილი ნივთების გარეშეც შეიძლება ცხოვრება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიწოდების სერვისის შეზღუდვების თაობაზე.

საქართველოს მთავრობამ 1 აპრილიდან ონლაინ შეძენილი ნებისმიერი საქონლის მიწოდება აკრძალა გარდა პროდუქტებისა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია: მოდით, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში

„იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რასაც მივიღებთ, მაგრამ იყო შემთხვევები, მაგალითად, „თუ მინდა ტელეფონის ან „ნაუშნიკის“ [ყურსასმენების] ყიდვა“... როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ორი კვირა ვერ მოვითმინოთ მუსიკალური პლეერის ყიდვა? ეს, უბრალოდ, გაუგებარია“, – განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მან აქვე აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილება არ ეზღუდებათ და შეუძლიათ სამსახურში ან მაღაზიაში სიარული.

„ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, მომსახურეობის სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ... ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვთ კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან. ჩვენ მივესალმებით, რომ დიდი სავაჭრო ქსელები გადალაგდნენ დისტანციურ მომსახურებაზე და შევუწყობთ ხელს ამას სხვადასხვა ფორმით... მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში ან NCDC-ში, დავინტერესდეთ, რა პირობებია საჭირო, რომ ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ, შემდეგ მივიდეთ შტაბში და მივიღოთ ნებართვა, არანაირი პრობლემა არ იარსებებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია სამუშაო ადგილების შენარჩუნებით, მაგრამ არა ადამიანების უსაფრთხოების ხარჯზე.

„ვიძლევი გარანტიას, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა>>

მისი თქმით, საქართველო ჩვეულ რეჟიმს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება, რადგან მარაგის რესურსები შეზღუდულია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 130 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 26, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 პირი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0