გომელაური: აღდგომასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლმადიდებელი სამყარო  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს  აღნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება ის საგანგებო მდგომარეობის პირობებში

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ არის შეჯერებული, მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიიღებს გადაწყვეტილებას, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. შესაბამისად, ქვეყანაში სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადაადგილება. ერთ-ერთი შეზღუდვა სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვას წარმოადგენს. 

მომლოცველები ეკლესიის ეზოში - Sputnik საქართველო
კალაძე სასულიერო პირებს: გთხოვთ, მრევლს მოუწოდოთ, ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ

მართლმადიდებელი სამყარო  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს  აღნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება ის საგანგებო მდგომარეობის პირობებში. 

„საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით საკითხები. აღდგომა მოდის, თუმცა ჯერ ორი კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით თუ როგორი ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით ორ კვირაში როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა გომელაურმა.

როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველოს მთავრობისთვისაც და ეკლესიისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობაა და სწორედ სასულიერო პირებთან კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლმა გარეთ ყოფნა შეძლოს. 

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ სასულიერო პირებს თხოვნით მიმართა ილოცონ ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდონ.

1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 22, კარანტინში იმყოფება 5106 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 294 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0