09:26 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
180 0 0

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. ბათუმში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც ფოთის გავლით სომხეთის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდა, საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა და ის ახლა სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზიზი გაგუამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ის გზად რამდენიმე ხნით ფოთში, ავტომობილის შემკეთებელ პუნქტში გაჩერდა.

ფოთში არსებული საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, კესო გელენიძის თქმით, უკვე მოძიებული არიან პირები, რომელთანაც ინფიცირებულს ფოთში კონტაქტი ჰქონდა და ხუთი ადამიანი ფოთიდან ბათუმში არსებულ კარანტინის სივრცეში გადაიყვანეს.

„ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ბათუმელი მძღოლი, რომელმაც გაიარა ფოთი და ჰქონდა მანქანის ტექნიკური პრობლემა, გაჩერდა ტექდათვალიერების ერთ-ერთ ჯგუფთან. მოგვიანებით მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ მოძიებულ იქნენ პირები, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, ასეთი ხუთი აღმოჩნდა. ისინი ბათუმის საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი“, – განაცხადა კესო გელენიძემ.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 110-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 21, კარანტინში იმყოფება 5106 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 294 პაციენტია.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები