ჯანდაცვის სამინისტრო მეტადონის პროგრამაში მონაწილეებისთვის გამონაკლისს უშვებს

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის დაცარიელებული ქუჩები
თბილისის დაცარიელებული ქუჩები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირები, რომლებმაც ნარკომანიისგან განკურნება გადაწყვიტეს, შეძლებენ მკურნალობის გაგრძელებას მეტადონის პროგრამის ფარგლებში.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. მეტადონის პროგრამაში მონაწილე პირებისთვის ნებადართულია ხუთდღიანი დოზის სახლში წაღება. მათ დოზის მისაღებად ყოველდღე დაწესებულებაში მისვლა არ დასჭირდებათ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაცაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოში დღეიდან სამ პირზე მეტის შეკრება აიკრძალა>>

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, სოციალური მომსახურების სააგენტო, გუშინდელი დღიდან მოყოლებული, მეტადონის პროგრამაში მონაწილეების სიებზე მუშაობს.

ბლოკპოსტი მარნეულში - Sputnik საქართველო
რა იკრძალება საყოველთაო კარანტინისა და კომენდანტის საათის დროს – დეტალური ინფორმაცია

„სოციალური მომსახურების სააგენტო მუშაობს ყველა იმ პაციენტის დეტალურ სიებზე და საჭიროებებზე, რომელიც ჩართულია დიალიზის პროგრამაში. მეტადონის პროგრამისთვის უკვე დაშვებულია გამონაკლისის სახით გარკვეული პირობები, რაც ითვალისწინებს მედიკამენტების შედარებით უფრო მომატებული დოზის ბინაზე გატანებას ხუთდღიანი პერიოდისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს თავის თავზე აიღებს სოციალური მომსახურების სააგენტო.

საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2017 წლის ზაფხულიდან მეტადონით ჩანაცვლების თერაპია უფასო გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0