საქართველოში დღეიდან სამ პირზე მეტის შეკრება აიკრძალა

გამოწერა
ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშესაწყობად პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოში საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესებული აკრძალვების თანახმად, დღეიდან სამ პირზე მეტის შეკრება იკრძალება.

აკრძალვა არ ეხება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს, სადაც ორმეტრიანი სოციალური დისტანცია უნდა იყოს დაცული.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი იმოქმედებს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. დაიკეტა სავაჭრო დაწესებულებები ბანკების, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების გარდა.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 108 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 20, კარანტინში იმყოფება 4995, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 278 პაციენტია.

საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრების, ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის და მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშესაწყობად პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს.

ყველა ახალი ამბავი
0