სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

© AP Photo / Shakh Aivazovირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ოქრუაშვილი დღეს გამართულ სასამართლო სხდომას დისტანციურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით ესწრებოდა.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა, იუწყება პირველი არხი.

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას თბილისში 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებზე არეულობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედება ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას გამოძიებისა და სასამართლო გარჩევის დასრულებამდე პატიმრობა შეუფარდა. 

ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ოქრუაშვილი განაჩენს ციხეში დაელოდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლოს სხდომათა დარბაზებში მოქალაქეთა დასწრებაზე შეზღუდვები 10 მარტიდან დაწესდა, 24 მარტიდან კი აიკრძალა პენიტენციური დაწესებულებებიდან პატიმრების გაყვანა. შესაბამისად, სასამართლო პროცესები დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ მიმდინარეობს.

ირაკლი ოქრუაშვილი დღეს გამართულ სასამართლო სხდომას ასევე დისტანციურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით ესწრებოდა.

ოქრუაშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განხცადებით, მან სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გასული წლის 27 ივლისს შეუფარდა.

ყველა ახალი ამბავი
0