01:18 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
148 0 0

„TBC ბანკის“ ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფოს თანამშრომლობა კერძო სექტორთან.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. „თიბისი ბანკის“ (TBC) ხელმძღვანელობამ COVID-19-ის დიაგნოსტიკის მიზნით 10 ათასი სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტესტებს უახლოეს დღეებში აშშ-დან და შვეიცარიიდან ჩამოიტანენ და ჩამოსვლისთანავე ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემენ.

„ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენ წინაშე დგას“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ტესტების შესყიდვა მოხდა პროგრამის „თიბისიშენთვის“ ფარგლებში, რომელიც ბანკის ხელმძღვანელობამ კორონავირუსთან საბრძოლველად შეიმუშავა.

დღეს მსოფლიოში ორი სახის ტესტი არსებობს, რომლებიც კორონავირუსს ავლენს. არის ძირითადი – PCR/პჯრ, ანუ პოლიმერიზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით კვლევისთვის. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.

არის ასევე სწრაფი ანუ ექსპრეს-ტესტები, რომლებიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს, ანუ შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.

კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალურ ფონდში 17,5 მლნ ლარი შეგროვდა>>

ცოტა ხნის წინ საქართველომ გააუქმა ხელშეკრულება COVID-19-ის ექსპრეს-ტესტების მოწოდებაზე ჩინურ კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-სთან, რომლის პროდუქციის ხარისხზეც ესპანეთში დაეჭვდნენ. ამჟამად მოლაპარაკებები სხვა კომპანიასთან მიმდინარეობს, რომელიც პირველ სატესტო – 2000 ტესტს გამოგზავნის. იმ შემთხვევაში, თუ ტესტების მიმართ სანდოობა იქნება, ქვეყანა დამატებით რაოდენობას შეიძენს.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები