კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალურ ფონდში 17,5 მლნ ლარი შეგროვდა

© photo: Sputnik / Stringerლარი
ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფონდში თანხას რიცხავენ როგორც ბიზნეს-კომპანიები, ისე საქართველოს მოქალაქეები. მნიშვნელოვან თანხებს რიცხავენ ფონდში ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში StopCoV ამ დროისთვის 17,5 მლნ ლარზე მეტია აკუმულირებული, იუწყება ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატი. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. მიღებულია მრავალი ზომა, რაზეც სახელმწიფო ხაზინიდან არცთუ მცირე სახსრები იხარჯება. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 103 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 20, კარანტინში იმყოფება 5114, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 263 პაციენტია.

StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით 23 მარტს შეიქმნა.

ფონდში თანხას რიცხავენ როგორც ბიზნეს-კომპანიები, ისე საქართველოს მოქალაქეები. მნიშვნელოვან თანხებს რიცხავენ ფონდში ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატის ცნობით, StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ჯერჯერობით სიაში პირველ ადგილზე არიან სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები და სამედიცინო სფერო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კი კომენდანტის საათი იმოქმედებს.

საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრების, ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის და მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

ხელისუფლება ცდილობს შეაკავოს კორონავირუსის გავრცელება და სოციალური იზოლაციის ხელშეწყობისთვის პერიოდულად ახალ-ახალ შეზღუდვებს აწესებს.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გასტანს.

23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0