ამ დაწესებულებამ 1300 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

CC0 / Pixabay / კომპიუტერი
კომპიუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ერთ-ერთმა კომპანიამ თანამშრომლები მასობრივად გაათავისუფლა. ნახეთ, რა განცხადება გაავრცელა კომპანიამ.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. კაზინო „ევოლუშენ გეიმინგმა“ 1300 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას თავად კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა – გამოცხადდა კარანტინი და კომენდანტის საათი

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კონტრაქტი შეუწყდება ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც მინიმუმ 6 თვე არ იყო დასაქმებული.

„ევოლუშენ გეიმინგის“ განცხადებით, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, ადამიანებს, რომლებიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდნენ და იმყოფებოდნენ გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშკრულება.

„ყველა მათგანს დამატებით 2 თვის ვადით შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომ შეძლებისდაგვარად შევამციროთ ნეგატიური გავლენა მათ კეთილდღეობაზე. ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ განვსაზღვროთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, რათა ჩვენი საქმიანობა განვაახლოთ მცირე მასშტაბით და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამშრომლებს მიიღონ შემოსავალი“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადებები თანამშრომლებს ელექტრონულ ფოსტაზე უკვე დაეგზავნათ.

კომპანიამ მუშაობა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან გამომდინარე 23 მარტს შეაჩერა.

დღეიდან საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0