შავი დღისთვის: საქართველო სურსათის სტრატეგიულ მარაგს ქმნის

© Sputnik / Shota Nozadzeმყიდველი სუპერმარკეტში
მყიდველი სუპერმარკეტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა 16 მილიონ ლარს დახარჯავს 5 ათასი ტონა შაქრის, 500 ტონა მაკარონისა და 1,5 მლნ ლიტრი მზესუმზირის ზეთის შესაძენად.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფონზე, გამოსცა განკარგულება სურსათის სტრატეგიული მარაგის შექმნის შესახებ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, ხოლო 31 მარტს ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

პურფუნთუშეული - Sputnik საქართველო
პურზე ფასი არ გაიზრდება – სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს

განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობა 16 მილიონ ლარს დახარჯავს იმ პროდუქტების შესყიდვაზე, რომლის იმპორტზეა დამოკიდებული ქვეყანა.

ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს განახორციელოს შემდეგი პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვა: 5 ათასი ტონა შაქარი, 500 ტონა მაკარონის ნაწარმი, 1,5 მილიონი ტონა მზესუმზირის ზეთი.

შაქარი, მაკარონი და მზესუმზირის ზეთი იმ ცხრა დასახელების პროდუქტის შემადგენლობაშია, რომელთა ფასებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების დროს მთავრობა აკონტროლებს.

მარაგების შესყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება პროგრამა „ერთიანი აგროპროექტისთვის“ გამოყოფილი სახსრებიდან.

ლარის პიკი: ხელისუფლებამ ფასების შესაკავებლად ანტიკრიზისული პროგრამა მოამზადა>>

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველო შიდა წარმოებით უზრუნველყოფს შაქრის მთლიანი მოხმარების 25%-ს, მაკარონის 6%-ს და მზესუმზირის ზეთის 1%-ს.

ყველა ახალი ამბავი
0