კლინიკებში ყველა პაციენტი ვეღარ მოხვდება – რა წერია სახელმწიფო პროტოკოლში

© Photo: Pixabayპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი დადგენილება გამოსცა, რომელშიც წერია, რა შემთხვევაში მიიღებს ვირუსით დაავადებულ პაციენტს კლინიკა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს პირველად ჯანდაცვაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე საეჭვო შემთხვევის მართვა.

პატრული - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ბოლო 24 საათში რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა

დოკუმენტის თანახმად, COVID-19 დეფინიციით საეჭვო პაციენტთა ტრიაჟის განხორციელება რეკომენდებულია შემდეგი პროცედურის მიხედვით:

პირველადი ჯანდაცვის რგოლი სიტუაციას ჩვეულებრივ მართავს იმ სიტუაციაში, თუ პაციენტს ან მასთან მცხოვრებ ადამიანებს არ უვლინდებათ მნიშვნელოვანი სიმპტომები: – სახეზეა მაღალი ტემპერატურა, მაგრამ არ აღინიშნება ხველა და, შესაძლოა, ჰქონდეს ალტერნატიული დიაგნოზი, მაგალითად, საშარდე ტრაქტის ინფექცია. გარდა იმ შემთხვეებისა, როდესაც პაციენტი იმყოფება თვითიზოლაციაში მასთან მცხოვრები პირის COVID-19-ზე საეჭვო სიმპტომების გამო.

„შესაძლო COVID-19“-ის შემთხვევაში (თავად პაციენტს ან მის ოჯახის წევრს უვლინდება სიმპტომები) განასხვავებენ ორ კატეგორიას.

კატეგორია 1. თუ არის „მძიმე ზოგადი მდგომარეობა“, პირველადი ჯანდაცვის კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის მიხედვით, პაციენტი უნდა გადაიყვანონ ჰოსპიტალში (დაუკავშირდნენ „112“-ს და ოპერატორს აცნობონ COVID-19-ის რისკის შესახებ).

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო

კატეგორია 2. „საჭიროებს შემდგომ შეფასებას“. აქ რეკომენდაციები ასეთია: - მართეთ დისტანციურად, სადაც შესაძლებელია; - თუ საჭიროებს პირისპირ შეფასებას – განსაზღვრეთ პაციენტთან ბინაზე ვიზიტის თუ კლინიკაში შეფასების საჭიროება.

თუ არის შემთხვევა „პაციენტი მსუბუქი სიმპტომებით“: - ურჩიეთ „დარჩეს სახლში“ და მოახდინოს თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში. მიაწოდეთ თვითმოვლის რეკომენდაციები. დღეში სულ მცირე ორჯერ (დილას და საღამოს) გაიზომოს სიცხე და მაჩვენებლები ჩაიწეროს, რათა შემდეგ მოახსენოს ექიმს, დაუკავშირდეს სასწრაფოს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (დაკავშირებულია ეს COVID-19 თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან).

თუ პაციენტს არ აქვს ბინაზე თვითიზოლაციის შესაძლებლობა, ცხოვრობს ოჯახის სხვა წევრებთან (განსაკუთრებით ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პირები), ოჯახის ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტის საკარანტინო სივრცეში გადაყვანის შესაძლებლობა და აცნობოს ამის შესახებ სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

ტაქსის მძღოლი დამცავი ხელთათმანებით და პირბადით - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ტაქსის მძღოლებს დამატებითი შეღავათი დაუწესეს

„განახორციელეთ სატელეფონო მონიტორინგი მე-3 დღეს - მესამე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-6 დღეს, მეოთხე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-10 დღეს და მეხუთე კომუნიკაცია არაუგვიანეს მე-14 დღეს; - მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალში გადასაყვანად დაუკავშირდით სსიპ „112“-ს

კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს ურჩიეთ, გადადონ თავის ოჯახის ექიმთან, თუ სხვა სპეციალისტთან რუტინულად დანიშნული ვიზიტი და გააუქმონ აღნიშნული წინასწარი ჩაწერა. რეკომენდებულია ყველა გეგმიური რუტინულად დანიშნული ვიზიტისა და წინასწარი ჩაწერის გაუქმება და აღნიშნულის სანაცვლოდ დისტანციური მეთვალყურეობის ფორმების გამოყენება (სატელეფონო თუ ონლაინ-კონსულტაციები)“, – ნათქვამია პროტოკოლში.

პენსიონერები  - Sputnik საქართველო
ობიექტები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობას აგრძელებენ

საქართველოში კორონავირუსი 108 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 20 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოში ყველა შიდა ავიარეისი გაუქმებულია >>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

ყველა ახალი ამბავი
0