სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებულ რეჟიმში ცხოვრებას ეჩვევიან

გამოწერა
გზებზე სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს. რეგიონის მოსახლეობას სახლში დარჩენას, სოციალური დისტანციის დაცვას და კონტაქტების მინიმუმამდე შემცირებას ურჩევენ.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში მეორე დღეა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, მუნიციპალიტეტის შესასვლელებთან სპეციალური ბლოკ–პოსტები გაიხსნა, პოლიცია კი მსუბუქ ავტომობილებში მგზავრთა რაოდენობას ამოწმებს. 

მამამკაცი ავტობუსის გაჩერებაზე - Sputnik საქართველო
სამეგრელოში შეზღუდვები გამკაცრდა: საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა

რეგიონის მოსახლეობას სახლში დარჩენას, სოციალური დისტანციის დაცვას და კონტაქტების მინიმუმამდე შემცირებას ურჩევენ. ფოთისა და ზუგდიდის ქუჩებში სპეციალური მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდებიან, საიდანაც ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით მოქალაქეებს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ექიმები ადგილობრივების ტემპერატურულ სკრინინგს ახორციელებენ.

ასეთი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულია 67 წლის მამაკაცი. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გვაქვს საპოლიციო ბლოკ-პოსტები ზუგდიდის და ფოთის შესასვლელებში, რაც ნიშნავს გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ანუ ერთ ავტომობილში 3 ადამიანის ყოფნაა დასაშვები – მძღოლი და ორი პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათი, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრება“, – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
აფხაზეთიდან კორონავირუსის სიმპტომებით 50 წლის ქალი გადმოიყვანეს

გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან 50 წლის ქალი კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებს ხუთი საკარანტინო ზონა – სამი ანაკლიაში და ორი მესტიაში.

ზუგდიდში მოსახლეობის სოციალურად დაუცველი კატეგორიისთვის – მარტოხელა დედებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მარტოხელა და ასაკოვანი ადამიანებისთვის სასურსათო პროდუქტების დარიგება დაიწყო.

აქციაში აქტიურად მონაწილეობენ მერიის თანამშრომლები და მოხალისეები. პროდუქტების გაცემის პროცესს ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია აკონტროლებს.

ქალაქში აქტიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

30 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 98-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 18, კარანტინში იმყოფება 4976 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 266 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0