საქართველოში ავტომობილისტებს ჯარიმების გადახდა გადაუვადეს

© REUTERS / YARA NARDIმძღოლი პირბადით
მძღოლი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების ბოლომდე ქართველ ავტომობილისტებს შეუძლიათ არ გადაიხადონ ჯარიმები, მაგრამ პოლიცია დამრღვევების დაჯარიმებას განაგრძობს

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როდის გააუქმებენ საქართველოში კომუნალურ გადასახადებს >>

ტაქსის მძღოლი დამცავი ხელთათმანებით და პირბადით - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: ტაქსის მძღოლებს დამატებითი შეღავათი დაუწესეს

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

შსს-ს გადაწყვეტილებით, ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. ადრე ავტომობილისტები ვალდებულები იყვნენ გადაეხადათ ჯარიმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში.

მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას. გადაუხდელობის გამო მძღოლებს მართვის უფლება არ შეუჩერდებათ.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში გაუქმდა ჯარიმა სავალდებულო ტექდათვალიერების არგავლის შემთხვევაში.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული წესით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0