08:33 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
112 0 0

საქართველოში ერთ-ერთი ბოლო ინფიცირებული სამსახურებრივად კავშირი იყო უცხოელებთან, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ახალი პაციენტის წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამკურნალო განყოფილების გამგემ მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში  კორონავირუსისგან 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 85 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო ორი შემთხვევის შესახებ შაბათს დილით გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, სამსახურებრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან. წყარო კვლევაშია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა სხვა პაციენტების მდგომარეობაზე, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

„ოთხი მძიმე პაციენტიდან კარგი არის ის, რომ ორი პაციენტის მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა, დასტაბილურდა. შესაძლებელია ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება. ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე და კრიტიკულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, მძიმე მდგომარეობაშია ხანდაზმული ქალი და ახალი შემოსული პაციენტი.

 

 

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები