ბათუმში ღამით ქუჩების დეზინფექცია ჩატარდა

გამოწერა
28  მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 83 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14.

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში ღამით ქუჩების დეზინფექცია ჩატარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში  კორონავირუსისგან 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის მერიამ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.

სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

28  მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 83 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4641, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 ადამიანია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინი გამოცხადდა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0