პაატა იმნაძე: ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას

© Sputnik / STRINGERქალი პირბადითა და ხელთათმანებით
ქალი პირბადითა და ხელთათმანებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 ადამიანს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 13.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას, მიმართა მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81-ს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 13. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4505, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პაციენტია.

კარანტინში - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თვითიზოლაციის წესების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს

პაატა იმნაძის განცხადებით, როდესაც ხელთათმანი გვიკეთია, ხელს ძალიან ხშირად უნდა დამუშავება სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებით.

„რა განსხვავებაა – ხელთათმანიან ხელს მივიდებთ მერე, ვთქვათ, სახეზე, თვალზე მოვიკიდებთ თუ უხელთათმანოს? კიდევ ერთხელ უნდა გავითავისოთ ეს ქცევები. კანიდან არაფერი იჭრება. ხელები იმიტომაა სახიფათო და საფრთხილო, რომ მერე ამ ხელით ჩვენ ვეხებით სახეს, სხვა ნაწილებს და ასე გადაგვაქვს ინფექცია. ამიტომ ამის გადატანა ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საშინელი სტატისტიკა: რამდენი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენს ხელის დაბანა?>>

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოაცხადა.

მოსახლეობას ურჩევენ, დაიცვან რეკომენდაციები და წესები, რომლებიც, მათ შორის, მოიაზრებს ჰიგიენის დაცვას, ხელების ხშირ დაბანას და სპეციალური ხსნარით დამუშავებას.

ყველა ახალი ამბავი
0