კორონავირუსი და საქართველო: რამდენად უსაფრთხოა სეირნობა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები ლისის ტბაზე
ადამიანები ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხით გასეირნება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ აჯობებს, თუ ისეთ ადგილებში ისეირნებთ, სადაც ბევრი ხალხი არაა.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. სუფთა ჰაერზე სეირნობა შეიძლება, მაგრამ არა ჯგუფურად, განაცხადა ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 26 მარტისთვის>>

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლიდან გასვლისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი, სოციალურ ქსელებში იდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ლისისა და კუს ტბებზე ხალხი ჯგუფ–ჯგუფად სეირნობს.

„სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო და უცხოებს არ ველაპარაკებითო. სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც დღეს ჩვენ საქართველოში რაც გვაქვს შემთხვევები, ძირითადად ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძე ყველას სთხოვს, მაქსიმალურად შეზღუდონ კონტაქტები თვითიზოლაციის პერიოდში, მათ შორის, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის.

კუს ტბაზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: კუს ტბაზე მისასვლელი გზა იკეტება

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცა არის ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ყველა ახლო კონტაქტი. თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახის წევრებს შორისაც, ახლობლებს შორისაც... მანძილი რომ დავიცვათ ლაპარაკის დროსაც, ძალიან კარგი იქნება. ღია სივრცეში ეს უნდა იყოს მინიმუმ მეტრ-ნახევარი, დახურულ სივრცეში – მინიმუმ 2 მეტრი“, – აღნიშნა იმნაძემ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ 18 მარტიდან დაკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. 21 მარტს მთავრობამ ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში – კარანტინი.

26 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4055 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

ყველა ახალი ამბავი
0