18:05 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
20310

განათლების სამინისტრომ ეს ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაში ბავშვები სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ

თბილისი, 24 მარტი - Sputnik. საქართველოში 30 მარტიდან დაიწყება პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ითვალისწინებს ტელევიზიის ეთერით ქვეყნის ყველა საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ჩვენებას.

ეს ნაბიჯი განათლების სამინისტრომ იმისთვის გადადგა, რომ კორონავირუსის აფეთქების გამო საქართველოში სწავლა შეჩერდა. ინტერნეტით დისტანციურ სწავლებაზე კი, სამწუხაროდ, ყველას არ მიუწვდება ხელი.

ამიტომ ახლა მოსწავლეები შეძლებენ გარკვეული გრაფიკით ტელევიზორის ჩართვას და მასწავლებლების მოსმენას, მხოლოდ არა საკლასო ოთახიდან, არამედ - ტელევიზორის ეკრანიდან.

ამ მნიშვნელოვან როლს აიღებს საკუთარ თავზე მთელი საგანმანათლებლო არხი. მას ასეც ერქმევა - „პირველი არხი - განათლება“ - და იმუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ ბაზაზე. ტელეგაკვეთილები სწორედ მისი ეთერით გადაიცემა.

ექსპერტებმა უკვე შექმნეს ტელეგაკვეთილების გრაფიკი, რომელიც მოიცავს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

პროექტ „ტელესკოლისთვის“ სპეციალურად შეირჩნენ პედაგოგები როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან. სხვადასხვა დისციპლინის კოორდინატორებთან ერთად მასალების შეთანხმების საფუძველზე სწორედ ისინი მოამზადებენ ბავშვებისთვის „ტელესკოლის“ პროგრამას.

ტელეგაკვეთილები გამიზნულია როგორც ქართულენოვანი, ისე უცხოენოვანი (აზერბაიჯანული, სომხური) სექტორისთვის. ყველა გაკვეთილი ჩატარდება სურდოთარგმანის თანხლებით.

პროექტ „ტელესკოლის“ ფარგლებში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ „კლასგარეშე გაკვეთილები“ - მათ დასვენების დღეებში აჩვენებენ. მოსალოდნელია, რომ ეთერით გადაიცემა ასევე სპორტის, ცეკვისა და სიმღერის გაკვეთილები, გარდა ამისა პროგრამირების გაკვეთილები, მუსიკის გაკვეთილები კომპოზიტორისა და შემსრულებლის, დათო ევგენიძისგან და „მშობელთა საათი“.

„ტელესკოლის“ ეთერით გადაიცემა ასევე დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია), Arte-ს და BBC-ს დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები.

პროგრამაში იქნება „აბიტურიენტის საათიც“, რომლის დროსაც აბიტურიენტები მოისმენენ პასუხებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები