COVID-19:თბილისში დახურეს ობიექტი, რომელშიც 600 თანამშრომელი აკრძალვის მიუხედავად მუშაობდა

© Sputnik / STRINGERკარანტინი მარნეულში
კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დახურული ობიექტი სამორინეების პროვაიდერი კომპანია „ევოლუშენ გეიმინგია“. ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო თბილისში, მესაკუთრეს კომერციული ობიექტი დაახურინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

20 მარტიდან საქართველოში დროებით დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი. იმუშავებენ აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები, ზოომაღაზიები, საწყობები, აგრარული ბაზრები, ცხოველთა ბაზრები, სასუქის მაღაზიები. მუშაობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები, ასევე ბენზინგასამართი სადგურები. საჯარო სამსახურები და კერძო სტრუქტურების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ქორწილი - Sputnik საქართველო
ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა - მთავრობის ახალი დადგენილება

უწყების ცნობით, კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას.

ამასთან, შემოსული შეტყობინების თანახმად კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ობიექტი, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მითითებით დღეს დახურა, არსებული ინფორმაციით, სამორინეების პროვაიდერი კომპანია „ევოლუშენ გეიმინგია“.

თუმცა ეს ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურში არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

ჩიქოვანი: დღეიდან საქალაქთაშორისო მატარებლებით გადაადგილებაც შეიზღუდება >>

21 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. კვირას კი მარნეულისა და ბოლნისის  რაიონებში მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 8. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3320, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235 ადამიანია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0