გამყრელიძე: ამ დღეებში ჩვენ კიდევ გვეყოლება გამოჯანმრთელებული ადამიანები

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტანდარტის მიხედვით, გამოჯანმრთელების შემთხვევაში ტესტმა კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში ორჯერ უნდა აჩვენოს უარყოფითი შედეგი.

თბილისი, 20 მარტი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული რამდენიმე ადამიანი გვეყოლება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ვირუსი ქალაქში - Sputnik საქართველო
ვისაც ექიმის კონსულტაცია სჭირდება – ყველა რესპუბლიკურ საავადმყოფოში!

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

„არ მინდა შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ 2–3 დღეში გამოჯანმრთელებული ადამიანები გვეყოლება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სტანდარტის მიხედვით, გამოჯანმრთელების შემთხვევაში ტესტმა კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში ორჯერ უნდა აჩვენოს უარყოფითი შედეგი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით 18 მარტიდან საქართველოში ორი კვირით ჩაიკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ. 21 მარტიდან საქართველო ავიაფრენებს ყველა მიმართულებით აუქმებს. 

კორონავირუსის ტესტირება - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: საქართველო სამხრეთ კორეიდან კორონავირუსის 200 ათას ტესტს მიიღებს

ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს კარანტინში გადაიყვანენ. არსებული რეალობიდან გამომდინარე, საზღვრებზე, „ლარსის“, „წითელი ხიდისა“ და „სარფის“ საკონტროლო–გამშვებ პუნქტებთან დამატებითი საკარანტინო სივრცეების მოწყობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ქვეყანაში დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო უწყება და კერძო ორგანიზაციების ნაწილი.

დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები, აბანოები, სპორტული დარბაზები და ა.შ. არ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები. მთავრობამ, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სხვა სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მუშაობენ ასევე ბენზინგასამართი სადგურები და ბანკები.

გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

ყველა ახალი ამბავი
0