GPC კორონავირუსის გამო დროებით უმუშევრებს დასაქმებას სთავაზობს

© photo: Sputnik / StringerGPC
GPC - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. სააფთიაქო კომპანია GPC მზადყოფნას გამოთქვამს, მხარდაჭერა გამოუცხადოს კორონავირუსის გამო დროებით უმუშევრებს და მათ დასაქმებას სთავაზობს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ადამიანები პირბადეებით  - Sputnik საქართველო
პანდემიის დროს უმუშევრად რომ არ დარჩეთ – საქართველოს პროფკავშირები რჩევებს იძლევა

ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო განიცდის, რიგით მოქალაქეებზე აისახება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში იხურება კომპანიები, ბარები და რესტორნები, ღამის კლუბები, სილამაზის სალონები, ფიტნეს-ცენტრები და სხვ. შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის ფონზე, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთ კომპანიას მუშაობის დროებით შეჩერება მოუწია. GPC-ს სააფთიაქო ქსელი მზადყოფნას გამოთქვამს, მხარდაჭერა გამოუცხადოს მათ და მათთან დასაქმებულებს, რომელთაც სამუშაო ადგილები დროებით აღარ აქვთ“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

GPC-ს სააფთიაქო ქსელი უმუშევრებს სთავაზობს პოზიციებს აფთიაქებსა და საწყობში, რაც არ მოითხოვს სამედიცინო განათლებას. ეს პოზიციებია: ტექნიკური ასისტენტი აფთიაქში, დიასახლისი აფთიაქში, ამომკრეფი (საწყობში) და მუშა (საწყობში).
„დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ შეავსოთ სავაკანსიო განაცხადი ბმულზე: https://rb.gy/k0ou7h", – აღნიშნულია განცხადებაში.

20 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1925, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 271 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა იტალიასთან არის დაკავშირებული. ვირუსის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0