ქორწილები გაუქმებულია: განაცხადები ქორწინების თაობაზე არ მიიღება

© Sputnik / Vladimir Umikashviliმანეკენი საქორწინო კაბითა და მაქმანიანი ნიღბით
მანეკენი საქორწინო კაბითა და მაქმანიანი ნიღბით - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყვილებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ხელი მოაწერონ ქვეყნის იუსტიციის სახლებში, მაგრამ საზეიმო ცერემონიები და ხალხმრავლობა არ იქნება.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. კორონავირუსმა თავისი კორექტივები შეიტანა ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში და ამ მხრივ გამონაკლისი არაა ქორწინების სახლები, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ თბილისის იუსტიციის სახლში განუცხადეს.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
დიდი ქორწილები და ქელეხები, შესაძლოა, აიკრძალოს

თუ წყვილს მაინც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარტის ბოლომდე დაქორწინება, ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება შესაბამისი ქალაქის იუსტიციის სახლში.

თუ წყვილს უკვე შეტანილი აქვს განაცხადი და რიგში დგას, მათ ქორწინებას დაარეგისტრირებენ, ოღონდ გარკვეული შეზღუდვებით.

„ახალ განცხადებებს არ ვიღებთ, მაგრამ თუ წყვილი რიგში დგას და ქორწინების რეგისტრაცია ადრევე იყო დაგეგმილი და ამ დღეებში უწევს, ქორწინება გაფორმდება. მაგრამ ყველაფერი მოკრძალებულად ჩაივლის, ადამიანების რაოდენობა შეზღუდული იქნება“, – აღნიშნეს სიღნაღის ქორწინების სახლში სააგენტოსთან საუბრისას.

ქორწინების ცერემონია ჩაივლის მილოცვის ნაწილის გარეშე და მხოლოდ ერთ დარბაზში, ასევე შემცირებულია ცერემონიის ხანგრძლივობა.

როგორც იუსტიციის სახლში განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იმოქმედებს შეზღუდვები. წყვილებს, რომლებმაც დაქორწინება გადაწყვიტეს, მკაცრად ურჩევენ, 2–3 კვირის განმავლობაში ურთიერთობების გაფორმებისგან თავი შეიკავონ.

იუსტიციის სახლებში მომხმარებელთა დაშვება იზღუდება>>

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რიგ ზომებს მიმართავს. მათ შორის ერთ-ერთია ხალხმრავალი ღონისძიებებისა და შეკრებების შეზღუდვის მკაცრი რეკომენდაცია.

ყველა ახალი ამბავი
0