იუსტიციის სახლებში მომხმარებელთა დაშვება იზღუდება

© Sputnik / Alex Shlamovიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამიერიდან იუსტიციის სახლი და მისი ფილიალები მხოლოდ იმ მოქალაქეებს მოემსახურებიან, რომელთაც კონკრეტული სერვისის მიღება სურთ.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის მომსახურების სივრცეებში მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე. 

საპყრობილე - Sputnik საქართველო
წულუკიანი: საქართველოს ციხეებში მსჯავრდებულებსა და მედპერსონალს შორის ინფიცირებული არ არის

შეზღუდვები შეეხებათ მომსახურების მისაღებად მისული მოქალაქეების თანმხლებ პირებსა და იმ მომხმარებლებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად გამოცხადდებიან. ცენტრებში მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც გარკვეული მომსახურების მიღება სურთ.

თბილისის იუსტიციის სახლში, სადაც მომხმარებელთა განსაკუთრებით დიდი ნაკადია, ცენტრალურ შემოსასვლელთან სპეციალური ჯებირებია დამონტაჟებული, რაც მომხმარებელთა რაოდენობის კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.

სპეციალური ჯებირები დამონტაჟდა ასევე თბილისის იუსტიციის სახლის Just Drive-ის სარკმელებთან, სადაც 14 მარტიდან მზა დოკუმენტების გაცემა ხორციელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მომსახურების სივრცეში ხალხმრავლობის შეზღუდვას უკავშირდება.

თბილისის იუსტიციის სახლში დასრულდა ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე, საკონსულტაციო და უცხოენოვან მომხმარებელთა სივრცეებში მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი. მინის ბარიერით თბილისის იუსტიციის სახლის 328 მაგიდა აღიჭურვა. ამასთან, მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დისტანციის გაზრდის მიზნით ყველა მაგიდასთან კლავიატურა დაგრძელებული სადგამით აღიჭურვა. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

იუსტიციის სახლმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება 2 მარტიდან დაიწყო. რეგულარულად ხორციელდება მომსახურების დარბაზებისა და სამუშაო ოთახების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია. დღეში რამდენჯერმე ხორციელდება სამუშაო ზედაპირების, კარის სახელურების, თვითმომსახურების სივრცეში არსებული ფოტოჯიხურებისა და მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცეების ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშვება.

სალაროებისა და საკონსულტაციო სივრცის მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები. წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით.

14 მარტიდან იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რომლის თანახმად, ორი კვირის განმავლობაში შაბათ-კვირას იუსტიციის სახლის არც ერთი ფილიალი არ იმუშავებს. ამასთან, 16 მარტიდან დროებით შეაჩერა მუშაობა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა. იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში დროებით გაუქმებულია საბავშვო სივრცეები.

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 34-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0