18:03 25 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4795
  • 100 RUB4.4459
  • USD3.1916
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)
70 0 0

ეროვნული ბიბლიოთეკა  70 წელს გადაცილებულ თანამშრომლებს ყველა საჭირო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფს

თბილისი,  15 მარტი — Sputnik.  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თხოვნას – ასაკოვანი და მარტოხელა ადამიანებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე, რომელთათვისაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პერიოდში რთულია საკუთარი სახლების დატოვება.

როგორც გიორგი კეკელიძემ საკუთარ Facebook–გვერდზე დაწერა, თუ ვითარება გაუარესდება, მოხალისეები უნდა დაეხმარონ ასაკოვან ადამიანებს, რომელთაც თვითიზოლაციის ეშინიათ. 

 „ყოველდღიურად მე არაერთი ხანდაზმული მწერს და შიშობს სავარაუდო იზოლაციის გამო. ცხადია ყველას ვერ, მაგრამ ამ ეტაპზე დინამიკის დაკვირვების და გარკვეული კონსულტაციის შემდეგ, ეროვნული ბიბლიოთეკის იმ თანამშრომლებს, რომლებიც 70 წელს გადასცდნენ და მარტოხელები ან სპეციალური საჭიროებების  მქონენი არიან,  ყველა სამედიცინო წესის დაცვით, პროდუქტებს მივაწვდით“, – ნათქვამია კეკელიძის განცხადებაში.

იგი იმედს გამთქვამს, რომ ინიციატივას სხვა ორგანიზაციებიც გამოეხმაურებიან.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტი, რომელსაც ათასობით გამომწერი ჰყავს, საკუთარ Facebook-გვერდზე ასობით მომხმარებელმა გააზიარა და მოხუცებისთვის დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა, რომლებიც რისკის ჯგუფში იმყოფებიან და რომელთა ორგანიზმიც ყველაზე მეტად დაუცველია კორონავირუსის ინფექციის წინაშე.

15 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა დაფიქსირებული – პაციენტებიდან ოთხი 14 წლამდე მოზარდია.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (849)

მთავარი თემები