არ ვიშიმშილებთ - ქვეყანაში სურსათის ადეკვატური მარაგებია

© Sputnik / Alex Shlamovსურსათის მაღაზიაში
სურსათის მაღაზიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ევროპის ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველო უფრო მეტად მომზადებულია შექმნილი სიტუაციისათვის.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საიმედო სიტუაციაზე ისაუბრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 ადამიანს მიაღწია. აღნიშნული ფაქტის ფონზე მოსახლეობაში შიში გაჩნდა, რომ მაღაზიების დახლებიდან პროდუქტები გაქრება და ფასები გაიზრდება.

ერთ–ერთი სუპერმარკეტი თბილისში - Sputnik საქართველო
სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელები: პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო უფრო მომზადებულია, ვიდრე ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყანა. პანიკის საფუძველი კი არ არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებობს სურსათის ადეკვატური მარაგები. ამაზე სამინისტრო ზრუნავს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად. ჩვენ გვაქვს მონიტორინგის სისტემა, შექმნილია სამინისტროშიც სამუშაო ჯგუფი, რათა გვქონდეს მოწოდების ჯაჭვის ყველა რგოლთან მუდმივი და რეგულარული კომუნიკაცია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კოლეგების მსგავსად, მადლობა გადაუხადა სავაჭრო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და საზოგადოებას სთხოვა, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი სოლიდარობა პერსონალის მიმართ, რომლებიც მაღაზიებში გაზრდილ ნაკადს ემსახურებიან.

მოსახლეობა სუპერმარკეტებში სურსათის მარაგს იკეთებს - Sputnik საქართველო
ცქიტიშვილი: ყველა სავაჭრო ქსელი უზრუნველყოფილია რამდენიმეთვიანი მარაგით

„ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფასოთ იმ ადამიანის ღირსეული შრომა, რომელიც დღეს საზოგადოებას ემსახურება. როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველები, სამედიცინო სფეროს თანამშროლები, პირველ რიგში, მაგრამ მნიშვნელოვანია, ასევე აღინიშნოს სასურსათო სფეროს წარმომადგენლები, თანამშრომლები, მთელი მიწოდების ჯაჭვის განმავლობაში“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

14 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში – 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

ყველა ახალი ამბავი
0