„ჩემი რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან, ეს ჩემთვის ემოციური სტრესია“– გამყრელიძე

გამოწერა
რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი რძალი და სამი შვილიშვილი თვითიზოლაციაში იმყოფებიან, რაც მისთვის ემოციური სტრესია.

ნიკოლოზ გამყრელიძე - Sputnik საქართველო
„ავადმყოფობა სირცხვილი არ არის“ – ნიკოლოზ გამყრელიძე იმაზე, თუ როგორ შეეყარა კორონავირუსი

ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში მყოფ რძალს და შვილიშვილებს ყოველდღე საკვებს სახლის კართან უტოვებს. 

„იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კართან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ, შემდეგ ისინი აღებენ კარს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია“, – თქვა გამყრელიძემ.

რამდენიმე დღის წინ ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა.

ყველა ახალი ამბავი
0