20:24 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
89 0 0

კლუბები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დროებით თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მისვლისგან და იზრუნონ როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობაზე

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თბილისის სამი ცნობილი ღამის კლუბი Bassiani, Khidi და Mtkvarze დროებით წყვეტს მუშაობას კორონავირუსი დაინფიცირების საფრთხის გამო. ინფორმაცია ამის თაობაზე კლუბების წარმომადგენლებმა Facebook-ით გაავრცელეს.

ამირან გამყრელიძე: მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების სერიოზული ზრდა>>

როგორც Bassiani-ს განცხადებაშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით კლუბი ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ამიტომ დროებით წყვეტს საქმიანობას.

„გააზრებული გვაქვს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ნებისმიერ სფეროს, მათ შორის დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობას. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციისთვის საჭირო ყველა ღონისძიებას მივმართეთ, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთ, რადგან სოლიდარობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ზრუნვა ყოველთვის დარჩება ჩვენს უმთავრეს ფასეულობად", - ნათქვამია განცხადებაში.

კლუბი ასევე მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეებში ყოფნისგან და იზრუნონ როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობაზე.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების უკვე 25 შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისთვის 49 პაციენტია.

COVID 19, ანუ რეპორტაჟი საავადმყოფოდან: იტალიელი ექიმის პოსტმა მსოფლიო შეძრა>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ ახალი კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები