თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა უკვე 25 გახდა, ნათქვამია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე – StopCoV.ge.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ამ დროისთვის 49 პაციენტია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.
ამ დროისთვის მსოფლიოს 116 ქვეყანაში 125 258 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ იტალია მოდის, სადაც COVID-19 დაუდგინდა 12 462 ადამიანს. სულ მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 4 638 კაცს, ხოლო განკურნებულების რაოდენობა — 68 286 პაციენტს.