საპატრიარქო მორიგი საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღებას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს მონათლავს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის 63-ე ეტაპი იწყება, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იწარმოებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულობა ბევრ ოჯახურ წყვილს სურს - Sputnik საქართველო
ახალი ქრისტიანების დაბადება – თბილისში მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართა

„რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით", – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

63-ე საყოველთაო ნათლობის ჩატარება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მერე იგეგმება.

საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 40 388 ნათლული ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0