სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა

გამოწერა
ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 23 ადამიანი, კარანტინში რჩება 126, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 46 პირი.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო საზღვარგარეთ ვიზიტები გააუქმა

მთავრობის ინფორმაციით, ასევე პირველ აპრილამდე შეწყდება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

ამასთან, მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდეს.

დღეის მდგომარეობით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 23 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ორს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საქართველოში სკოლებს დეზინფექცია ინტენსიურად უტარდება>>

ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 46 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0