04:50 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
122 0 0

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, უფალი ადამიანს უადვილებს სასუფევლის გზას, რომელიც არც ისე იოლი გასავლელია.

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

ილია მეორის თქმით, უფალი ადამიანს უადვილებს სასუფევლის გზას, რომელიც არც ისე იოლი გასავლელია.

„ყოველდღე ჩვენ ვხედავთ სასწაულებს, ყოველდღე ღმერთი გვიჩვენებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ... მე უფალო მომანაჭე განცდა ცოდვათა ჩემთათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა – ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში... მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა. გწყალობდეთ ღმერთი“, - ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა სიყვარულის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის.

ილია მეორე: მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო>>

„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ, რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი“, - ბრძანა ილია მეორემ ქაგადებისას.

მთავარი თემები