ილია მეორე: მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კორონავირუსზე საუბრობს და მრევლს კურთხევას აძლევს, კარ-მიდამოსა და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.
ილია მეორე: მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო
„გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო. ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარმიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი“, – ამბობს პატრიარქი.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემების თანახმად, 2 თებერვლის მდგომარეობით, ჩინეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის შედეგად 361 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0