ლომჯარია: 8 ქალის მკვლელობა და 4 მკვლელობის მცდელობა სისტემის არაეფექტურობაზე მიუთითებს

© Sputnik / Alexander Imedashviliოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ჩართულობით ფემიციდის პრევენცია არ ხერხდება

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. ქალები თანასწორუფლებიანობის ჭრილში უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, რომელთა შორის ფემიციდი  როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რატომ ძალადობენ მამაკაცები ქალებზე და რატომ ეგუებიან ამას ქალები>>

ნინო ლომჯარიამ  ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცალკეული მექანიზმების დახვეწისა და განვითარების მიუხედავად, გასულ ორ თვეში მომხდარი რვა ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობა და ოთხი მკვლელობის მცდელობა მიუთითებს, რომ არსებული სისტემა არ არის ეფექტური.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
საქართველოს პოლიტიკოსი ქალები ფემიციდის წინააღმდეგ

„ტრაგიკულია 2019 წლის ქალთა მკვლელობის სტატისტიკა. 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 10 ოჯახური დანაშაულის ნიშნით. ხოლო 22 მკვლელობის მცდელობის ფაქტი, საიდანაც 18 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იქნა ჩადენილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლომჯარიას განცხადებით, პრობლემები არსებობს როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე. მისი განმარტებით, ფემიციდი (სქესობრივი ნიშნით სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული) საზოგადოებაში არსებული გენდერული და სოციალური უთანასწორობის პირდაპირი შედეგია და მნიშვნელოვანია, ქალთა მკვლელობების პრევენცია დაიწყოს ბაზისური სოციალური სერვისების მიღების ეტაპზე, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვა და განათლება.

„დღეს არსებული მდგომარეობა ნათლად მიუთითებს, რომ მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების ჩართულობით ფემიციდის პრევენცია არ ხერხდება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კრიტიკულად გააანალიზოს არსებული პრევენციის სისტემა მომხდარ ქალთა მკვლელობის საქმეებთან მიმართებით და საკვანძო უწყებების, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ჩართულობით იმუშაოს კონკრეტულად ფემიციდის პრევენციის სისტემის შექმნისა და დახვეწის მიზნით.

აქცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
რატომ კლავენ საქართველოში ქალებს

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, 2019 წელს ოჯახური ძალადობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 4,6 ათას ადამიანს დაეკისრა, მათი უმეტესობა დაკავებულია. ასევე გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათასზე მეტ ფაქტზე მაშინ, როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო. გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით პოლიციამ 10,3 ათასი შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად გამოიყო. ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოჯახური კონფლიქტების ფონზე ჩადენილი მკვლელობების რიცხვი გაიზარდა. 2014 წელს ოჯახური „გარჩევების" შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0