რამდენი ავიასპეციალისტი ქალია დღეს საქართველოში – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემები

© photo: Sputnikბორტგამცილებელი
ბორტგამცილებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო მასშტაბით ქალი პილოტების წილობრივი რაოდენობა მფრინავების საერთო რაოდენობის დაახლოებით ხუთი პროცენტია

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას, დღევანდელი მონაცემებით, 100 ქალი ფლობს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათ შორის არიან: ხუთი ქალი პილოტი, ცხრა ქალი ავიამეთვალყურე და 86 ქალი ბორტგამყოლი. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენის უსაფრთხოების 34 ინსპექტორს შორის ცხრა ქალია.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე იწვევს

სააგენტოს ცნობით, ქალი ავიასპეციალისტების რიცხვი საქართველოში მზარდია. შარშან ამ დროს ავიასპეციალისტის მოქმედ მოწმობას 83 ქალი ფლობდა, აქედან სამი პილოტი და 69 – ბორტგამყოლი, ხოლო 2018 წელს – 62 (აქედან ერთი პილოტი, 51 ბორტგამყოლი).

„გარდა აღნიშნული სპეციალობებისა/პოზიციებისა, სამოქალაქო ავიაციის სფეროში ქალები დასაქმებულები არიან სხვა, არანაკლებ საპასუხისმგებლო მიმართულებებით, მენეჯერულ, ადმინისტრაციულ თუ დამხმარე პოზიციებზე. თუმცა, ისეთ ტექნიკურ დარგში, როგორიც ავიაციაა, ქალების საერთო რაოდენობა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, კვლავ ძალიან მცირეა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ქალი პილოტების წილობრივი რაოდენობა მფრინავების საერთო რაოდენობის დაახლოებით 5%-ია.  კიდევ უფრო ნაკლებია საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით დასაქმებული ქალების რაოდენობა. ყველაზე მეტი ქალი კი ბორტგამყოლად მუშაობს (დაახლოებით 79%).

მეზღვაური გოგონა, რომელიც კაპიტნობას აპირებს>>

ICAO მოუწოდებს ქვეყნებს და საავიაციო ინდუსტრიას, ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის განმტკიცებას, ქალთა თანასწორუფლებიან ჩართულობას და შესაძლებლობების რეალიზაციას საავიაციო სექტორში. ორგანიზაცია საავიაციო სასწავლო დაწესებულებებს, ავიასაწარმოებსა და საავიაციო ხელისუფლებებს ასევე მოუწოდებს აწარმოონ შემეცნების ასამაღლებელი კამპანიები ქალებში ავიაციისა და STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო საქმე, მათემატიკა) განათლების პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0