საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარების მანქანა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე
სასწრაფო დახმარების მანქანა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 13 ადამიანს დაუფიქსირდა,  კარანტინის რეჟიმში 128 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 59 ადამიანი გადის

თბილისი, 8 მარტი- Sputnik. საჩხერის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი დღეს კიდევ ცხრა პაციენტს ჩაუტარდება>>

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებ-გვერდის stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევა ფიქსირდება. მონაცემები საჩხერის შემთხვევის შემდეგ არ გაზრდილა, შესაბამისად, სავარაუდოდ, საჩხერეში მოთავსებული პაციენტი წინა დღეებში დასახელებულ შემთხვევათაგან ერთ-ერთია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან

საავადმყოფოს დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით,  პაციენტი საჩხერიდან არის და საზღვარგარეთ არ ყოფილა. მას კონტაქტი ჰქონდა იტალიის მოქალაქესთან.

ქამუშაძის განცხადებით, პაციენტის ანალიზები დღეს გახდა ცნობილი და ის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

საჩხერის კლინიკაში ვირუსის სიმპტომით მოთავსებული კიდევ ერთი  პაციენტის ანალიზის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალ ელოდებიან.

 კორონავირუსის გამო ნიუ-იორკში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 13 ადამიანს დაუფიქსირდა,  კარანტინის რეჟიმში 128 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 59 ადამიანი გადის.

ყველა ახალი ამბავი
0