კორონავირუსის გამო ნიუ-იორკში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

გამოწერა
ქალაქის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან ბრძოლის საორგანიზაციო საკითხების უფრო სწრაფი მოგვარების მიზეზით ახსნა.

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. ნიუ-იორკის ხელისუფლებამ ქალაქში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა - იტყობინება საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„მე ოფიციალურად გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია, რაც ჩვენ გარკვეულ უფლებამოსილებას გვაძლევს“, - განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ შაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომლის ტრანსლირება გუბერნატორის Twitter-ით ხდებოდა.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
ჩინეთში სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსის კარანტინისათვის გამოიყენებოდა

კუომოს თქმით, საგანგებო სიტუაციის რეჟიმი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს კორონავირუსთან ბრძოლისათვის შესყიდვები და თანამშრომელთა დაქირავება დაჩქარებულ რეჟიმში განახორციელოს.

ამასთან, მისი შეფასებით, მოსახლეობისათვის კორონავირუსის საფრთხის დონე დაბალია.

გუბერნატორის თქმით, გასული 24 საათის განმავლობაში, დიაგნოსტირებულ დაავადებულთა რიცხვი ნიუ-იორკში 21-ით - 76 ადამიანამდე გაიზარდა, რომელთაგან მხოლოდ 10-ია ჰოსპიტალიზებული.

აშშ-ში კორონავირუსით ამ დროისათვის 17 ადამიანია დაღუპული, ხოლო დაავადებულთა რიცხვი 300-ს აღწევს. ნიუ-იორკში კორონავირუსით ჯერ-ჯერობით არავინ გარდაცვლილა.

ყველა ახალი ამბავი
0