03:09 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (296)
41 0 0

საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი საქართველოს სამხედრო გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის აღნიშნული მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილი იყო.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა უწყვეტი რეჟიმით ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება. მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტომობილებს, ასევე, ავტობუსებს გვირაბებში მოძრაობა ცალმხრივად შეუძლიათ.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ე.წ. სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (296)

მთავარი თემები