თბილისი, 4 მარტი - Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ცენტრალური ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გზის აღნიშნული მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილი იყო.
გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა უწყვეტი რეჟიმით ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება. მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტომობილებს, ასევე, ავტობუსებს გვირაბებში მოძრაობა ცალმხრივად შეუძლიათ.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ე.წ. სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.