კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის საქართველოს სკოლებში დეზინფექცია ტარდება

გამოწერა
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებში დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია გასცა

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის და მისი გავრცელების აღსაკვეთად ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

სკოლების დეზინფექციისთვის 10 სხვადასხვა ხსნარი გამოიყენება.

თბილისში კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ტარდება - ვიდეო >>

29 თებერვალს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს საჯარო სკოლებში დეზინფექციის ჩასატარებლად საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ინტენსიური დეზინფექცია საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ჩატარდება.

1 მარტს საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუფიქსირდა - ირანში ნამყოფ ორ მამაკაცს და იტალიიდან ჩამოსულ 31 წლის ქალს.

ყველა ახალი ამბავი
0