თბილისში კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ტარდება - ვიდეო

© photo: courtesy of Tbilisi City Hallდეზინფექცია მეტროში
დეზინფექცია მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერიამ დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება, იუწყება დედაქალაქის მერია.

მერიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, საგანგებოდ ეკიპირებული თანამშრომლები როგორ ამუშავებენ სპეციალური ხსნარით კედლებს, კიბეებს და მთელ სივრცეს.

© photo: courtesy of Tbilisi City Hallდეზინფექციათბილისის მეტროში
თბილისში კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ტარდება - ვიდეო - Sputnik საქართველო
დეზინფექციათბილისის მეტროში

როგორც მერიაში იუწყებიან, დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღეს.

© photo: courtesy of Tbilisi City Hallდეზინფექცია თბილისის ავტობუსებში
თბილისში კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ტარდება - ვიდეო - Sputnik საქართველო
დეზინფექცია თბილისის ავტობუსებში

დეზინფექცია ასევე ტარდება მერიის სერვის ცენტრებში, თბილისის საბავშვო ბაღებში და სახელოვნებო სკოლებში.

© photo: courtesy of Tbilisi City Hallდეზინფექცია თბილისის მეტროში
თბილისში კორონავირუსის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია ტარდება - ვიდეო - Sputnik საქართველო
დეზინფექცია თბილისის მეტროში

1მარტისთვის საქართველოში კორონავირუსი სამ ადამიანს გამოუვლინდა. სამივე პირი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან ან ირანიდან დაბრუნდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო. საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად დაიწყება 2 მარტს და დასრულდება 16 მარტს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტრომ სასწავლო დაწესებულებებს დეზინფექციის ჩატარების რეკომენდაცია მისცა.

ყველა ახალი ამბავი
0