07:04 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (995)
72 0 0

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის პროექტის „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - მხარდაჭერით, მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის შეფასების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სწავლების მიზანი იყო ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავება და შსს-ს თანამშრომლების ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით.

ტრენინგს ბრიტანელი ექსპერტი უძღვებოდა. სწავლებაში მონაწილეობდნენ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.

პროექტი 2018 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. იგი მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

საზარელი მკვლელობა გახსნილია: 19 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია მოკლა >>

პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მეთოდების დანერგვა, ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (995)

მთავარი თემები